გაკვეთილის მთავარი თემა
|
ვaჟა- ფშაველა -“კაი ყმა’’
|
სწავლების საფეხური
|
საშუალო საფეხური .XI კლასი.
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში 20 მოსწავლეა. სსმ მოსწავლე არ გვყავს.
|
გაკვეთილის მნიშვნობა/აქტუალობა
|
ტექსტზე მუშაობა. მხატვრული ხერხების
ამოცნობა.
ლექსის შინაარსის გააზრება[კითხვებით].
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
https://drive.google.com/open?id=0BzF_29nX6NQld05vRWhrN1VYS1k
მოსწავლე აანალიზებს ლექსის სტრუქტურულ სქემას. ამოიცნობს ემოციას, არკვევს რითმის სახეებს.
ყურადღებას ამახვილებს
ლექსის მთავარ სათქმელზე. მსჯელობს ‘“კაი ყმის “ ვაჟასეულსა და ხალხურ ფოლკლორში გადმოცემულ შეხედულებებზე.
მოსწავლე ტექსტის
პაუზებით კითხვის საშუალებით გამოყოფს
მთავარსა და არსებით საკითხებს.
აჯამებს გმირის
იდეალის ზოგად სახეს, ფშაური პოეზიით წარმოდგენილს.
|
წინარე ცოდნა
|
იცნობენ მწერლის
ბიოგრაფიას. შესწავლილი აქვთ მისი რამდენიმე
ნაწარმოები.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
შეფასდება ჩართულობა, მსჯელობის უნარი, გააზრებული კითხვის უნარი.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
XI კლასის სახელმძღვანელო,
ფურცლები, მარკერი, პროექტორი, დაფა.
|
გაკვეთილის მსვლელობა /მენეჯმეტი
|
კლასს ვყოფ ორ ჯგუფად.დაყოფა ხდება შემთხვევითობის პრინციპით.
ყუთში მოვათავსებ ორ ფურცელს სხვადასხვა სათაურით.
1.კუთხური მეტყველება ანუ დიალექტური ფორმები ლექსში.
ვაჟა-ფშაველას შემოქმედების შესწავლისას მოსწავლეებს დაბრკოლებას უქმნის ტექსტის ენა,კუთხური მეტყველება ანუ დიალექტური ფორმები.ის,რაც მოსწავლეს აფერხებს ამ შემთხვევაში ლექსიკის გასამდიდრებლად უნდა გამოვიყენოთ.
წინასწარ მომზადებულ ბარათზე დაიწერება სტრიქონი ან სტროფი,რომელიც შეიცავს დიალექტურ ფორმებს.ამ ჯგუფის მოსწავლეებს ევალებათ განმარტონ ეს სიტყვები და სალიტერატურო ენით წარმოადგინონ კლასის წინაშე.
ეს დავალება დაეხმარება მოსწავლეებს ლექსიკის გამდიდრებაში და ტექსტის ენის უკეთ გაგებაში.
2.ჩამოწერეთ,პოეტის თქმით,განსხვავებით “კაი ყმისაგან”,რა თვისებები ახასიათებთ ეგრეთწოდებულ “სადიაცეებს”?
მოსწავლეებს განსახილველად მიეცემათ რამდენიმე ეპიზოდი ლექსიდან.
პოეტი “კაი ყმის” დასახასიათებლად ხშირად ახსენებს ომს,სისხლისღვრას,ხმალს,ხანჯალს,თოფს...ეს ყველაფერი და მათი მოხმარების უნარი იმ დროს მართლაც გამოხატავდა “კაი ყმის” არსს.
ამ ჯგუფის მოსწავლეები განსხვავებით “კაი ყმისაგან” ჩამოაყალიბებენ იმ თვისებებს რაც ახასიათებთ ეგრეთწოდებულ “სადიაცეებს”.
გამთლიანება. მასწავლებელი ახდენს დავალების შეჯამებას, აკეთებს დას
კვნებს თუ რამდენად შეძლეს ჯგუფებმა მოცემული დავალეების სრულყოფილად შესრულება.
|
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий